უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქტივისტების რეპრესიები და დაკავებები დაიწყო - დავით საყვარელიძე
ამობეჭდვა · 2017-09-12 10:49:12 · 1673 ნახვა

"ჩვენი აქტივისტების მასობრივი დაკავებები და რეპრესიები დაიწყო! ახლა ჩერკასში ჩვენი აქტივისტი ანდრეი კოტიჩენკო დააკავეს. ის მათ შორის იყო, ვისაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შემოჰყავდა. ამ წუთებში ის ლვოვში მიჰყავთ. გუშინ ასევე ივანო ფრანკოვსკში დააკავეს ჩვენი თანამოაზრე ალექსანდრე ბურცევი, რომელიც ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებდა კვირას მომხდარ მოვლენებში. მოვითხოვთ დაკავებულების გათავისუფლებას! ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები, რადგან ეს მათთვის ცუდად დასრულდება", -  წერს უკრაინის პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.



ავტორი: mediamall.ge