7 "საოცარი მიზეზი", რის გამოც საქართველოს უნდა ეწვიო – ბრიტანული მედია
ამობეჭდვა · 2017-09-12 11:45:00 · 449 ნახვა

უგემრიელესი საჭმელები, თვალწარმტაცი ბუნება და მდიდარი ისტორია – საქართველო მოგზაურობის მოყვარულთათვის პოპულარული ადგილია – ქვეყანას უფრო მეტის შემოთავაზება შეუძლია, ვიდრე ხაჭაპური და წითელი ღვინოა. ამ შინაარსის სტატიას საქართველოსზე ბრიტანული "ტელეგრაფი" აქვეყნებს და "7 გასაოცარ მიზეზს" ასახელებს, რის გამოც საქართველოს აუცილებლად უნდა ეწვიო.

სიაში პირველი ბათუმია – ავტორი წერს, რომ საქართველოს შავიზღვისპირეთში საოცარი სუბტროპიკული მიკროკლიმატია და აქ ისე გრძნობ თავს, როგორც ბალიზე.

მეორე საოცრება ბრიტანელი ჟურნალისტის აზრით, ბათუმური ყავაა. აქ სიგიჟემდე უყვართ ყავა. ლონდონში მსგავსს ვერ ნახავთ. სვამენ ძალიან ბევრ ყავას, ტრადიციულად მაგარს და მწარეს, როგორც თურქულს.

ღამის გართობები – აქ "ბასიანს“ და „მტკვარს“ გამოყოფენ,  ასევე შეგიძლიათ, ეწვიოთ "ფაბრიკას“

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს უნდა ესტუმროთ, ლუდია. ეს ქვეყანა განთქმულია თავისი საუკეთესო ღვინოებით, მაგრამ თბილისში ლუდის სახარშიც ბევრია. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ქართული ლუდი საკმაოდ მჟავეა და მას უნდა მიეჩვიოთ, თუმცა მისი სმა იდეალურია ცხელ ამინდში.

ველოსიპედოსტები

მათ მთის გზებზეც შეხვდებით, თუმცა გახსოვდეთ: მოერიდეთ ძროხებს, რომლებიც თავისუფალი გადაადგილების უფლებით სარგებლობენ.

კლდეში ნაკვეთი მონასტრები

მათი ნახვისას, "ვარსკვლავური ომების“ სცენები გაგახსენდებათ,

ქართული ღვინო

ქართული ღვინო მზადდება დიდ ქვევრებში, რომლებშიც ყურძნის წვენი ქარვისებრ სასმელად გადაიქცევა. თამადის როლს ჩვეულებრივად, ოჯახის უფროსი ასრულებს, იგი ამბობს გრძელ სადღეგრძელოებს. ბევრ სადღეგრძელოს ყანწებითაც სვამენ. 



ავტორი: MediaMall.ge