ნახეთ, რას წერს სანდრა საქართველოში დაბრუნების შემდეგ - "ნიკოლოზი და მე ვამაყობთ, რომ მიშასთან ერთად ვიყავით "
ამობეჭდვა · 2017-09-12 15:31:16 · 1926 ნახვა

"უკრაინიდან ჩვენ დავბრუნდით საქართველოში, ნიკოლოზი სკოლაშია და მე სამსახურში. ყველა გვილოცავს მიშას უკრაინაში წარმატებულ დაბრუნებას და როგორც ჩანს ყველა საკმაოდ ღელავდა და დღესაც ღელავს მისთვის! 


ნიკოლოზი და მე ვამაყობთ, რომ მიშასთან ერთად ვიყავით მთელი ამ პროცესის განმავლობაში გარდა იმ საკმაოდ დაძაბულ მომენტისა, როცა საზღვარი გადაიკვეთა. ჩვენ რამდენიმე საათის შემდეგ, ტრანსპორტის საშუალებით და მშვიდ ვიტარებაში , შევედით უკრაინაში შეჰინის საზღვრიდან და გუშინ საღამოს ბორისპოლის აეროპორტიდან გამოვედით, რასაც ადასტურებს ბეჭედები ჩვენს პასპორტებში", - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის ცოლი სანდრა რულოვსი.