ცნობილია როდის დაიწყება 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა
ამობეჭდვა · 2017-09-12 18:56:00 · 249 ნახვა

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 14 სექტემბერს დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია ავრცელებს. ბილეთების რეალიზაცია განხორციელდება ფიფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე - fifa.com/bilet. 

მატჩებზე დასასწრებად საჭირო იქნება გულშემატკივრის პასპორტის შევსება, რომლის შესახებაც ინფორმაცია წარმოდგენილია პორტალზე - fan-id.ru. 



ავტორი: MediaMall.ge