“ერთხელ, მიშისტები სტალინელებს შევადარე და ეწყინათ, ამ დღეებში დავრწმუნდი, რომ არ შევმცდარვარ...“
ამობეჭდვა · 2017-09-12 20:32:04 · 353 ნახვა

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“მახსოვს ერთხელ მიშისტები სტლინისტებს შევადარე და ძალიან ეწყინათ, მაგრამ ამ დღეებში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არ შევმცდარვარ. ყველაზე პრადვინუტი მიშისტების ტექსტებიც კი დაახლოებით ასეთია: კი, შეძლება რაღაც შეცდომები ქონდა, შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ დამისახელეთ სხვა ქართველი პოლიტკოსი, რომელსაც შეუძლია ასეთ მასშტაბზე გასვლა, შეუძლია საერთაშორსო დოენზე ასეთი მნიშვნელობის ფიგურა გახდეს!

ალბათ, გაგხსენდათ სტალინის ქართველი თაყვანისმცემლები, რომლებიც სწორედ იგივე არგუმენტებით გარწმუნებენ მათი კუმირის სიდადეში - ქართველებს მისი მასშტაბის ფიგურა არ გვყოლია, მსოფლიოს აზანზარებდა, ჩერჩილი ფეხზე უდგებოდა!

ჰო, როცა ჩერჩილიც კი ფეხზე გიდგება, მერე რაღა მნიშვნელობა აქვს სისტემის და რეჟიმის დანაშაულს", - წერს მერაბ მეტრეველი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.



ავტორი: Mediamall.ge