Brexit-ის შესახებ მოლაპარაკებები 25 სექტემბერს განახლდება
ამობეჭდვა · 2017-09-13 00:01:25 · 236 ნახვა

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 25 სექტემბერს დაიწყება. შეხვედრაზე ლონდონი ევროკავშირს განსახილველად თავის საგარეო პოლიტიკას წარუდგენს.

ლონდონსა და ბიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 29 მარტს მოაწერა.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.



ავტორი: Mediamall.ge