ადვოკატის თქმით, ლადო სადღობელაშვილს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება
ამობეჭდვა · 2017-09-13 00:06:55 · 524 ნახვა

ლადო სადღობელაშვილის ადვოკატის, ცირა ჯავახიშვილის ინფორმაცით, დაკავებულს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. მას სამედიცინო ექსპერტიზაც ჩაუტარდა.

ადვოკატისვე განცხადებით, დაკავების ოქმი 1 საათის დაგვიანებით დაიწერა და სადღობელაშვილი სამმართველოშიც ერთი საათის დაგვიანებით მიიყვანეს.

უფლებადამცველთან ერთად დიღმის მთავარ სამმართველოსთან იმყოფებოდნენ ქართული მარშის წარმომადენლებიც.

სადღობელაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. მარშის წევრები საქალაქო სასამართლოსთან აქციასაც აანონსებენ.

“ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი დღეს “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან აქციის დროს სამართალდამცველებთან შეხლა-შემოხლის დროს დააკავეს.

 



ავტორი: Mediamall.ge