სააკაშვილი შესაძლოა 18 სექტემბერს სასამართლო დარბაზში დააპატიმრონ
ამობეჭდვა · 2017-09-13 00:39:42 · 710 ნახვა

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია არ გამორცხავს, რომ სააკაშვილის დაკავება 18 სექტემბერს, სასამართლო დარბაზშივე მოხდეს. რაც შეეხება მის ექსტრადირების, საკითხს, ადვოკატი ამბობს, რომ ექსტრადირებას სხვა პროცედურები აქვს და ეს არ არის ბმაში იმ სასამართლო პროცესთან, რომელიც 18 სექტემბერს არის დაგეგმილი.

,,უკვე იმდენი უკანონობა ჩაიდინეს არაფერია გამორიცხული, რაც შეეხება ექსტრადირებას ამას თავის პროცედურები აქვს და არ არის დაკავშირებული იმ პროცესთან, რომელიც ადამინისტრაციული კანონდარვევის საქმეზე ჩანიშნულია 18 სექტემბერს.

უკრაინას ჩვეულებრივი ბრუტალური კანონდარღვევის გზებით მოქმედი ხელისუფლება ჰყავს მე რომ გამოვრიცხო ან დავადასტურო რამე როგორ შეიძლება“ - ამბობს ბექა ბასიალაია.



ავტორი: Mediamall.ge