თივით დატვირთულ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა
ამობეჭდვა · 2017-09-13 09:14:00 · 591 ნახვა

წუხელის, გვიან ღამით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე, თივით სავსე სატვირთო ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა და ხანძრის გავრცელების თავიდან აცილება შეძლეს. მომხდარის გამო ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეფერხდა, თუმცა, ავტომანქანების ნაკადი საპატრულო პოლიციამ ალტერნატიულ გზაზე, ,,ვისოლის" ბენზინგასამართი სადგურის გავლით გადართო.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.


 

 



ავტორი: Mediamall.ge