ჩინეთში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობით მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა საზეიმოდ გაიხსნა
ამობეჭდვა · 2017-09-13 09:45:00 · 124 ნახვა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის  (UNჭთO) 22-ე გენერალური ასამბლეის გახსნის საზეიმო ცერემონიაში, რომელიც ჩინეთის რესპუბლიკის ქ.ჩენგდუში 2017 წლის 12-15 სექტემბერს იმართება.


ღონისძიებას მსოფლიოს 150 ქვეყნის 1500-მდე დელეგატი ესწრება. გენერალური ასამბლეის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს UNჭთO-ს გენერალურმა მდივანმა ტალეფ რიფაიმ, ჩინეთის რესპუბლიკის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლი ჯინძაომ, სიჩუანის პროვინციის გუბერნატორმა იუნ ლიმ და ქ. ჩენგდუს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა ლუ ციანმა.
საზეიმო მიღების ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაცნობითი ხასიათის ხანმოკლე შეხვედრა გამართა ჩინეთის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩინურმა მხარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს გენერალურ ასამბლეაზე მაღალი დონის სტუმრობით, ხაზი გაესვა  საქართველოსა და ჩინეთს შორის ხალხთაშორისი კავშირების განვითარებისა და  ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მაღალ ინტერესს.


გენერალური ასამბლეის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება 22-ე  სესიის გახსნას  და სიტყვით გამოვა  მაღალი დონის სეგმენტზე.


UNჭთO-ს გენერალურ ასამბლეაზე მოხდება ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურის დამტკიცება 2018-2021 წლების ვადით. როგორც ცნობილია, ამ პოსტზე საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 105-ე სესიის ფარგლებში ხმათა უმრავლესობით იქნა არჩეული. გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში ასევე მონაწილეობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.



ავტორი: MediaMall.ge