პეკინის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა
ამობეჭდვა · 2017-09-13 10:43:23 · 263 ნახვა

პეკინის და მიცკევიჩის მიმართულებით არსებულ ტერიტორიაზე, მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

"ეს წინადადება, როგორც ბიზნეს წინადადება, განხილვის სტადიაზეა და მივიღებთ აუცილებლად დადებით გადაწყვეტილებას. პარკინგი ამ ტერიტორიას დამატებით აუცილებლად სჭირდება. პეკინის რეაბილიტაცია არ მოიცავდა მიწისქვეშა პარკინგის გაკეთებას, ეს ცალკე დამოუკიდებელი პროექტია", - განაცხადა დავით ნარმანიამ. 



ავტორი: mediamall.ge