მიხეილ ჯანელიძე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა
ამობეჭდვა · 2017-09-13 10:53:29 · 226 ნახვა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ჩინეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის  (UNWTO) 22-ე გენერალურ ასამბლეაში.
 
ღონისძიება ჩინეთის ქ. ჩენგდუში საზეიმოდ გაიხსნა. ჩინეთის მხრიდან გენერალური ასამბლეის მონაწილეებს მიმართა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე პრემიერმა ვან იანგმა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტალეფ რიფაიმ.  გახსნის ცერემონიას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. გასნის ოფიციალურ ცერემონიაზე სქართველოს ვიცე-პრემიერმა გაცნობითი ხასიათის ხანმოკლე შეხვედრა გამართა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრმემიერთან ვან იანგთან და მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს გენერალური ასამბლეის მასპინძლობისთვის.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს UNWTO-ს სესიის მონაწილებს მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით მიმართავს, სადაც ყურადღებას გაამახვილებს მსოფლიოს ქვეყნების განვითარებაში ტურიზმის ინდუსტიის მნიშვნელობასა და  საქართველოში ტურიზმის სფეროს წარმატებაზე. მიხეილ ჯანელიძე ასევე მონაწილეობას მიიღებს ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ ხეების დარგვის ცერემონიაში.
 
როგორც ცნობილია UNWTO-ს გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებშო ორგანიზაციის გენერალური მდივანი უნდა დაამტკიცონ. როგორც ცნობილია ამ პოზიციაზე საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი  ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 105-ე სესიის ფარგლებში ხმათა უმრავლესობით იქნა არჩეული. კანდიდატურა გენერალურმა ასაბლეამ ხვალ უნდა დაამტკიცოს.
 
მსოფლიო ტურისმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას მსოფლიოს 150 ქვეყნიდან 1500-ზე მეტი დელეგატი ესწრება.



ავტორი: MediaMall.ge