რით არის გამორჩეული iPhone X და როგორ გამოიყურება APPLE-ს უახლესი მოდელი (ვიდეო)
ამობეჭდვა · 2017-09-13 11:00:00 · 837 ნახვა

კალიფორნიაში, სტივ ჯობსის თეატრში ახალი iPhone 8-ის, iPhone 8+ - სა და საიუბილეო iPhone X-ის პრეზენტაცია გაიმართა. 

iPhone 8 და iPhone 8 + ვიზუალურად iPhone 7-ს ძალიან ჰგავს, ხოლო iPhone X განსხვავებულია. ამ მოდელის მთავარი ღირსებაა ე.წ. უსაზღვრო ეკრანი - all screen. ანუ, წინა პანელი მთლიანად ეკრანს უკავია. ეკრანი მაღალი გარჩევადობითა და ფერთა ფართო გამით გამოირჩევა.

 iPhone X აქვს სახის სკანერი, თუმცა აღარ აქვს თითის სკანერი.

 iPhone 8-ის ღირებულება 699 $-ია, iPhone 8 + - 799 $, ხოლო iPhone X- 999 $.

საიუბილეო მოდელი iPhone-ის 10 წლის იუბილეს მიეძღვნა. 


 



ავტორი: MediaMall.ge