მეტრო "უნივერსიტეტი" ტესტირების რეჟიმშია - დავით ნარმანია
ამობეჭდვა · 2017-09-13 11:23:00 · 290 ნახვა

"მეტრო "უნივერსიტეტი" ამ ეტაპზე ტესტირების რეჟიმშია"- განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ. მისი თქმით, ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დასრულებულია.

"რამდენიმე დღის წინ დავათვალიერეთ, ასე რომ მეტოსადგური უახლოეს მომავალში გაიხსნება და ჩვენს მოქალაქეებს მოემსახურება", - აღნიშნა დავით ნარმანიამ


პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის კრედიტით ახორციელებს და მისი ღირებულება 83 მილიონი ლარია.



ავტორი: MediaMall.ge