სიმთვრალის გამო, სამ თვეში საქართველოში მართვის მოწმობა 2 418 პირს ჩამოერთვა
ამობეჭდვა · 2017-09-13 11:22:33 · 1674 ნახვა

ბოლო სამ თვეში სიმთვრალის გამო მართვის მოწმობა 2 418 პირს ჩამოართვეს. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

სამინისტროს მონაცემებით, კანონის ამოქმედების დღიდან, პირველი ივლისიდან პირველ სექტემბრამდე, ალკოჰოლურ სიმთვრალეზე, მართვის მოწმობის ექვსი თვით ჩამორთმევით მხოლოდ თბილისში დაჯარიმდა 836 მძღოლი. თბილისის შემდეგ, ლიდერობს აჭარა, სადაც მართვის უფლება შეუჩერდა 503 მძღოლს, ჯარიმის რაოდენობით, გამოირჩევა ქვემო ქართლიც, სადაც მართვის მოწმობა 368 ნასვამ მძღოლს ჩამოართვეს. 

რეგიონების მიხედვით, ყველაზე ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა მცხეთაში, სადაც ალკოჰოლურ სიმთვრალეზე მართვის მოწმობის ჩამორთმევით 49 მძღოლი დააჯარიმეს.



ავტორი: 1tv.ge