ქუთაისში 429 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა
ამობეჭდვა · 2017-09-13 12:56:00 · 116 ნახვა

ქუთაისში, 16 სექტემბერს, 429 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, წყალტუბოსა და ქუთაისში 2018 წელს კიდევ 700-მდე  დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას.

"ქუთაისში, 16 სექტემბერს, 429 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა, ეს უკვე არის დაახლოებით 1500 დევნილი მოქალაქე და ჩვენ რა თქმა უნდა ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. ასევე, ქუთაისსა და წყალტუბოში უკვე დაწყებულია ახალი კორპუსების მშენებლობა და სულ მალე, 2018 წელს 700-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს კიდევ დამატებით ბინას",-აღნიშნა პრემიერმა.



ავტორი: MediaMall.ge