ლადო სადღობელაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლეს
ამობეჭდვა · 2017-09-13 13:14:20 · 454 ნახვა

"ქართველთა მარშის" ერთ-ერთი ლიდერის, ლადო სადღობელაშვილის საქმის განხილვა 15 სექტემბრამდე გადაიდო, დღეს კი ის დარბაზიდან გაათავისუფლეს. 

დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ დაცვის მხარეს მოსთხოვა, წარმოადგინოს ვიდეომტკიცებულება, რომელიც ამტკიცებს, რომ ლადო სადღობელაშვილს დაკავებისას პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.


თავად ბრალდებულის და ადვოკატის მტკიცებით, არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ნამდვილად ჩანს, რომ დაკავებისას პოლიციისთვის "ქართველთა მარშის“ ლიდერის მხრიდან წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია.



ავტორი: mediamall.ge