"რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებს უკრაინაში, სახელმწიფოზე მოფიქრალი პოლიტიკოსის ქმედებას სცდება" - სოზარ სუბარი
ამობეჭდვა · 2017-09-13 15:37:17 · 313 ნახვა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოქმედებები პოლიტიკოსის ქმედების საზღვრებს სცდება.

"რასაც სააკაშვილი აკეთებს უკრაინაში, კორექტული და სახელმწიფოზე მოფიქრალი პოლიტიკოსის ქმედებას სცდება. რაც შეეხება მისი ექსტრადირების მოთხოვნას, იგი გაგზავნილი იყო თავის დროზე, ორი თუ სამი წლის წინ, შესაბამისად, არანაირი ახალი მოთხოვნა არ არსებობს. ერთადერთი, რაც გაკეთდა ბოლო პერიოდში, როცა უკრაინამ კითხვა დასვა, ძალაშია თუ არა ექსტრადირების მოთხოვნა. ბუნებრივია, ეს მოთხოვნა არ შეცვლილა და იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისი დადასტურება მისცა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.



ავტორი: mediamall.ge