ვაშლს მოსწავლეებს დიდი დასვენების დროს დავურიგებთ - ალექსანდრე ჯეჯელავა
ამობეჭდვა · 2017-09-13 18:14:00 · 794 ნახვა

"ჩვენ ვაბრუნებთ დიდ შესვენებებს, რომელიც ბოლო დროს შეკუმშული იყო" - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ. ტელეკომპანია “მაესტროსთან” საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ დიდ შესვენებებს დაურიგდებათ ბავშვებს ვაშლები. 

 ეს გადაწყვეტილებაც მივიღეთ იმიტომ რომ წყნარად მირთმევის სასუალება ჰქონდეთ ბავშვებს ვაშლი იქნება თუ სხვა საკვები. ამ დიდი დასვენების დროს დარიგდება ვაშლი, თითო ვაშლს მიიღებს თითო მოსწავლე, ვისაც სურვილი არ ექნება, რა თქმა უნდა, არავინ დააძალებს რომ ასე მიირთვას”, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 

მინისტრის თქმით, სკოლაში ვაშლის დარიგების გადაწყვეტილება მედიკოსებთან და კვების სპეციალისტებთან კონსულტაციით მოხდა. 



ავტორი: MediaMall.ge