10 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა მოსკოვში
ამობეჭდვა · 2017-09-13 18:34:00 · 1148 ნახვა

მოსკოვში აფეთქების საფრთხის გამო 20 ობიექტიდან 10 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ობიექტების დანაღმვის შესახებ პოლიციამ ანონიმური შეტყობინება მიიღო. ინფორმაციას ამოწმებენ სამ სადგურზე - ყაზანის, ლენინგრადისა და კიევის. 



ავტორი: MediaMall.ge