მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ხერსონელი მღვდელი დაკითხეს
ამობეჭდვა · 2017-09-13 19:04:32 · 551 ნახვა

მიხეილ სააკაშვილისა და მისი მომხრეების მონაწილეობით უკრაინის საზღვარზე მომხდარი ინციდენტის გამო, პოლიციამ ხერსონელი მღვდელი იგორ პეტრენკო ლვოვში დაკითხვაზე გადაიყვანა, სადაც გამომძიებლები მოწმის სტატუსით დაკითხეს.

მღვდელი იგორ პეტრენკო აცხადებს, რომ ის სამართალდამცველებმა მოტყუებით წაიყვანეს დაკითხვაზე.

„პოლიციის გამომძიებლებმა მოტყუებით ჩამსვეს მანქანაში და ლვოვში ისე ჩამომიყვანეს. ტელეფონიც წამართვეს. ეს არის უკმაყოფილო ადამიანების დაშინება. მე როგორც გავიგე, ჩემი დაკითხვა უნდოდათ, იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა საზღვარზე. მე იქ ვიყავი, და ამას არც ვმალავ“. - განაცხადა სასულიერო პირმა.

სამხედრო კაპელანის მხარდასაჭერად ლვოვში პოლიციის შენობასთან, სადაც ის გადაიყვანეს, მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს.

სასულიერო პირი იგორ პეტრენკო - 10 სექტემბერს „კარკოვიეცის“ გამშვებ პუნქტთან იმყოფებოდა და ადგილზე მან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებთან ერთად ილოცა.



ავტორი: Mediamall.ge