გორში ერთ-ერთი სასტუმროს კარზე სტალინის 3D სურათი გააკრეს
ამობეჭდვა · 2017-09-13 19:10:31 · 177 ნახვა

გორში მდებარე სასტუმრო "ვიქტორიას" შესასვლელ კარზე სტალინის 3D ფორმატის ნახატია გაკრული. 

იდეის ავტორი საზოგადოება "გორელების" ხელმძღვანელი ზურაბ წკრიალაშვილია. მისი თქმით, ეს პირადად მისი გადაწყვეტილება იყო.

"თუ ვინმეს არ მოეწონება, გადაეცით ჩემგან "მოკითხვა", - აცხადებს ზურაბ წკრიალაშვილი.

ცნობისთვის, ზურაბ წკრიალაშვილი სასტუმროს ერთ-ერთი მეწილეა.



ავტორი: Mediamall.ge