უკრაინელებმა facebook-ის ალტერნატივა შექმნეს
ამობეჭდვა · 2017-09-13 19:15:30 · 89 ნახვა

უკრაინელმა პროგრამისტებმა ახალი სოციალური ქსელი ЄСвоє შექმნეს, რომელიც კონკურენციას გაუწევს არა მხოლოდ რუსულ ქსელებს, არამედ facebook-საც კი.

ახალ სოციალური ქსელის საშუალებით ფილმებზე, მუსიკასა და ბიზნესინსტრუმენტებზე წვდომა იქნება შესაძლებელი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ЄСвоє ბიზნესქსელის ფუნქციასაც შეითავსებს, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს ფულის გამომუშავებაც შეეძლებათ.

ახალ სოციალურ ქსელში რეგისტრაცია 29 სექტემბრიდან დაიწყება.



ავტორი: Mediamall.ge