სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
ამობეჭდვა · 2017-09-13 19:20:21 · 216 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. 

ოფიციალური ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო,“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქეს არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 130.84 გრ.) აღმოუჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 10,375.33 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 10,375.33 ლარის ოდენობით შეეფარდა.



ავტორი: Mediamall.ge