წითელ მოედანზე აფეთქების საშიშროების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
ამობეჭდვა · 2017-09-13 19:31:29 · 236 ნახვა

რუსეთის სამართალდამცავ სტრუქტურებში მოსკოვში, წითელ მოედანზე აფეთქების საშიშროების შესახებ ზარი შევიდა. ინფორმაცია ამის შესახებ „ინტერფაქსს“ ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა, რომლის თქმითაც, აღნიშნული ინფორმაცია მოწმდება. ამასთან, სააგენტო წერს, რომ ოფიციალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით არ ფლობს. 

ცოტა ხნის წინ, ანონიმური შეტყობინებები შევიდა იაროსლავის ვაგზალზე და სახელმწიფო სოციალურ უნივერსიტეტში, ასევე, რამდენიმე მეტროს სადგურში აფეთქების შესაძლებლობის შესახებ. 



ავტორი: Mediamall.ge