გაერო უკრაინას “მიროტვორეცის“ საქმიანობის შესწავლას სთხოვს
ამობეჭდვა · 2017-09-13 19:40:43 · 119 ნახვა

გაერო უკრაინას ვებგვერდ „მიროტვორეცის“ საქმიანობის შესწავლას სთხოვს. 

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის რეკომენდაციაზე საუბარია ანგარიშში, რომელიც უკრაინაში ადამიანთა უფლებების მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნდა.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2014 წლის აგვისტოდან საიტი ათასობით ადამიანის, მათ შორის მედიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების, პირად მონაცემებს აქვეყნებს. 

უკრაინული საიტი "მიროტვორეცი“, უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაულის შემცველი ქმედებების კვლევის ცენტრია. ვებგვერდი 2014 წელს შეიქმნა და იმ ადამიანების შესახებ მოპოვებულ პირად ინფორმაციას აქვეყნებს, ვინც ყირიმს რუსეთის ნაწილად მიჩნევს.



ავტორი: Mediamall.ge