"ნაციონალური მოძრაობა" მოსახლეობას ფაროსანასთან ბრძოლაში დახმარებას სთავაზობს
ამობეჭდვა · 2017-09-13 19:44:11 · 130 ნახვა

ფაროსანასთან ბრძოლაში სამეგრელოს მოსახლეობას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დახმარებას სთავაზობენ. 

ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანი ცითლიძე ინიციატივით გამოდის, რომ ყველა სოფელში საგანგებო შტაბები შექმნან, რომელიც ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის აღწერას დაიწყებს და მოსახლეობას ხელისუფლებისგან კომპენსაციების მიღებაში დაეხმარება

"ხელისუფლებას დავეხმარებით, რომ ზარალი დაითვალონ და კომპენსაციასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღონ. ხვალიდან ყველა სოფელში საგანგებო შტაბი გაიხსნება, რომელსაც ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უხელმძღვანელებენ,"- განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ.



ავტორი: Mediamall.ge