ძლიერი ქარის გამო ამსტერდამის აეროპორტში ფრენები გადაიდო
ამობეჭდვა · 2017-09-13 19:53:14 · 255 ნახვა

ნიდერლანდების მთავარმა ავიაგადამზიდავმა KLM -მა ევროპის ქალაქების მიმართულებით 60 ფრენა გადადო, რადგან ძლიერი ქარის გამო რამდენიმე ასაფრენი ბილიკი დროებით დაიხურა.

აეროპორტის სპიკერის პაულ ვებერის განმარტებით, ჯამში 75 რეისი გადაიდო და შეფერხებები მთელი დღის განმავლობაშია მოსალოდნელი. 

ნიდერლანდების სამეფო მეტეოროლოგიური ინსტიტუტმა უკვე გააკეთა გამაფრთხილებელი განცხადება, რომ ქვეყნის დასავლეთის რეგიონებში შესაძლოა, ქარის სიჩქარემ 120კმ/სთ-საც მიაღწიოს.

დღეს დილით, ძლიერი ქარის შედეგად ჰააგა-როტერდამის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, ავტომანქანების მოძრაობაც იყო შეფერხებული. 

ქარიშხლის შედეგად დაზიანებების და დაშავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.



ავტორი: Mediamall.ge