გაერთიანებული პროფკავშირების ახალ თავმჯდომარეს 14 სექტემბერს აირჩევენ
ამობეჭდვა · 2017-09-13 20:19:58 · 117 ნახვა

გაერთიანებული პროფკავშირების ახალ თავმჯდომარეს ხვალ, 14 სექტემბერს აირჩევენ. ყრილობა სასტუმრო "ჰუალინგში" დილის 10:00 საათზე გაიხსნება. 

წინასწარი ინფორმაციით, არჩევნებამდე იქნება სიტყვით მიმართვები და პროფკავშირების 4 წლიანი ანგარიშის წარდგენა. ამის შემდეგ დელეგატები გაერთიანებული პროფკავშირების ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან ირაკლი პეტრიაშვილი, დავით ოქიტაშვილი და ამირან ზენაიშვილი.



ავტორი: Mediamall.ge