“ისინი არ აპირებენ სააკაშვილის დაპატიმრებას“ - ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი
ამობეჭდვა · 2017-09-13 20:40:44 · 984 ნახვა

ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია, სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემა. რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო დაკავებას და საქართველოში ექსტრადირებას. ცისკარიშვილი ამბობს, რომ პოროშენკო და მისი გარემოცვა ამას სავარაუდოდ აღარ აპირებს.

"მე კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია მისი უკრაინის მიერ გადმოგზავნა საქართველოში. როგორც ჩანს, პოროშენკო და მისი გარემოცვა უკვე საღად ფიქრობენ, ვიდრე რამდენიმე დღის წინ. ისინი არ აპირებენ სააკაშვილის დაპატიმრებას... იმ შემთხვევაში კი თუ იგი აღმოჩნდა საპყრობილეში, სწორედ გმირის შეფასება შეიძლება მისცეს საზოგადოების ნაწილმა. თავისთავად ის სცენარი, რომელიც ბევრი ცნობილი რეჟისორისთვის მიუწვდომელი იქნება და რომელიც ვიხილეთ სააკაშვილის მიერ უკრაინაში დაბრუნების დროს, გვაძლევს საფუძველს იმისას, რომ დიახ, გმირობის სურვილიც აქვს მას, მაგრამ ყველაფერს ერთად ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებს. მან უნდა აირჩიოს საკუთარი რეალური პერსპექტივა და არა ის, რასაც იგი თითქოსდა უარყოფითად ექცევა, ვგულისხმობ ქართულ ოცნებას, თავად კი ლამის პირველი მეოცნებე გახდეს საქართველოს ისტორიაში“, -  განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.



ავტორი: Mediamall.ge