ნავთობის ფასი 1,36%-ით გაიზარდა
ამობეჭდვა · 2017-09-14 08:38:35 · 245 ნახვა

Brent-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასმა ლონდონის ICE ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად 55,01 დოლარს მიაღწია, რაც ფასის 1,36 პროცენტით ზრდაზე მიუთითებს. 

Brent-ი 55-იან ნიშნულს 19 აპრილის შემდეგ პირველად გასცდა.

ნავთობზე ფასი აშშ-ს ენერგეტიკის საინფორმაციო სამსახურის განცხადებების ფონზე იზრდება, რომლის მიხედვითაც, ქარიშხლების შემდეგ მექსიკის ყურეში ნავთობსამუშაოების აღდგენას დიდი დრო დასჭირდება.



ავტორი: Mediamall.ge