საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში დღეს გენერალური აუდიტორის კანდიდატურის განხილვა გაიმართება
ამობეჭდვა · 2017-09-14 09:04:43 · 194 ნახვა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში დღეს გენერალური აუდიტორის კანდიდატურის განხილვა გაიმართება.

ირაკლი მექვაბიშვილი დეპუტატებს საკუთარ ხედვას გააცნობს, რის შემდეგაც საკომიტეტო დონეზე კენჭისყრა გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ უმრავლესობა მექვაბიშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

„ირაკლი მექვაბიშვილი არის მაღალი კვალიფიკაციის ფინანსისტი, ის ბოლო 10 წლის განმავლობაში მუშაობდა ევრობანკის უფროს ბანკირად. ვფიქრობ, რომ მისი ეს გამოცდილება მნიშვნელოვნად გამოადგება სახელმწიფო აუდიტის შემდგომ ინსტიტუციონალურ განვითარებას,“-განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ.



ავტორი: Mediamall.ge