სპორტისა და ახალგაზრდულ კომიტეტში სპორტულ-გამაჯანსაღებელ პროექტებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
ამობეჭდვა · 2017-09-14 19:00:38 · 191 ნახვა

მიმდინარე წლის 14 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში გაიმართა შეხვედრა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების მიმდებარედ ახალგაზრდული საქმიანობისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავჯდომარე ბ-ნი მიხეილ ყაველაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ბ-ნი პეტრე კანკავა და „ააიპ სითი ინსტიტუტი საქართველო“-ს წარმომადგენლები ბ-ნი მამუკა სალუქვაძე და არჩილ ბარბაქაძე.

შეხვედრაზე კომიტეტის თავჯდომარის  ბ-ნ მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან გაჟღერდა, რომ ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში პრიორიტეტია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობაზე ზრუნვა. ამ მხრივ კომიტეტის პრიორიტეტია ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მოსახლეობის შესაძლებლობების შექმნით სასპორტო წვდომადობის უზრუნველყოფა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ბ-ნ პეტრე კანკავამ გააკეთა ინფორმაცია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების მიმდებარედ კერძოდ, სოფელ ერგნეთის სტადიონის ინფრასტრუქტურული მოწყობის შესაძლებლობებისა და სასპორტო პერსპექტივების შესახებ.

შეხვედრაზე კომიტეტის თავჯდომარეს ბ-ნ მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან გაცხადდა სპორტის კომიტეტის მიერ მომზადებული ინიციატივა. კერძოდ, წარმოდგენილი ინიციატივა სამშვიდობო პოლიტიკის მთელ რიგ ამოცანებს მოიცავს, მათ შორის ძირითად ორიენტირებს წარმოადგენს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის საგანმანათლებლო და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი შესაძლებლობების ხელმისაწვდომობა.

კომიტეტის თავჯდომარის აზრით, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება შესაძლებელია წინასწარ განსაზღვრული კონკრეტული პირობების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს ახალგაზრდული საგანმანათლებლო და სპორტულ გამაჯანსაღებელი სივრცის დაგეგმარებას, ჩამოყალიბებას და განვითარებას. შესაბამისად, ეს უნდა განხორციელდეს სოციალურ-ეკონომიკური სივრცის კონტექსტში, სამშვიდობო პოლიტიკით განსაზღვრული ინიციატივების წახალისების ფარგლებში.

კომიტეტის თავჯდომარის განცხადებით აღნიშნული მოითხოვს  ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების მიმდებარედ ტერიტორიის გენერალურ გეგმაში ფუნქციონალურ და ტერიტორიულ ზონირებას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

 



ავტორი: Mediamall.ge