დოკუმენტური ფილმების სტუდიაში უნიკალური ვიდეოთეკის აღწერა-დახარისხება დაიწყო
ამობეჭდვა · 2017-09-14 21:12:04 · 251 ნახვა

მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, დოკუმენტური ფილმების სტუდიაში უნიკალური ვიდეოთეკის აღწერა და დახარისხება მიმდინარეობს.

ვიდეოთეკა 25 000-მდე ფირს მოიცავს, რომელიც მე-20 საუკუნის ისტორიას იტევს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ მემატიანეში დაცულ საარქივო მასალებს არსებობის გასახანგრძლივებლად ციფრულ მატარებლებზე გადატანა სჭირდება. თუმცა, ჯერ ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა, მოხდება თუ არა ისტორიული კადრების გაციფრება, რაც სოლიდურ თანხას მოითხოვს. 

მემატიანე კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდება. 



ავტორი: Mediamall.ge