16 ქვეყანა რუსეთის 2018 წლის ოლიმპიური თამაშებიდან ჩამოშორებას ითხოვს
ამობეჭდვა · 2017-09-14 21:17:44 · 234 ნახვა

16 ქვეყნის ეროვნული ანტისადოპინგო სააგენტო რუსეთის 2018 წლის ოლიმპიური თამაშებიდან ჩამოშორებას ითხოვს.

ანტისადოპინგო სააგენტოების ხელმძღვანელებმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, შესაბამისი მიმართვა უკვე გაუგზავნეს, რომელშიც ითხოვენ რუს სპორტსმენებს კორეის ქალაქ პიონჩანგში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალოთ.

მიმართვას ხელს აწერენ: დიდი ბრიტანეთი, კანადა, აშშ, ავსტრია, ავსტრალია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, იაპონია, ჰოლანდია, ახალი ზელანდია, ნორვეგია, სინგაპური და შვედეთი.

ანტისადოპინგო სააგენტოების განცხადებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რუსი ოლიმპიელი სპორტსმენები არასაკმარისად მოწმდებოდნენ დოპინგის გამოყენებაზე. 2014 წლის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენების ფაქტებზე კი ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება.

"ჩვენ ვდგავართ სერიოზული საფრთხის წინაშე - რამდენად "სუფთა" იქნება 2018 წლის ოლიმპიური თამაშები“, - აცხადებენ მიმართვის ავტორები.



ავტორი: Mediamall.ge