პარლამენტის წარმომადგენლები ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატს დაესწრნენ
ამობეჭდვა · 2017-09-15 19:23:58 · 272 ნახვა

თბილისში მიმდინარე ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატს  (2-27 სექტემბერი) დღეს საქართველოს პარლამენტის  წევრი გენადი მარგველაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი ედიშერ მაჩაიძე დაესწრნენ.

ისინი ინტერესით ადევნებენ თვალს მსოფლიო თასის ტურნირის მიმდინარეობას, რომელშიც  მსოფლიოს უმაღლესი რანგის მქონე 128 მოჭადრაკე მონაწილეობს. მათ შორის ნორვეგიელი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი, ყოფილი მსოფლიო ჩემპიონები ვლადიმერ კრამნიკი (რუსეთი) და ვიში ანანდი (ინდოეთი) და სხვები. მიმდინარე ჩემპიონატში საუკეთესო 16 მოჭადრაკეს შორის ქართველი ბაადურ ჯობავაც მოხვდა, რომელიც მერვედ ფინალში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელს, ვესლი სოს დაუპირისპირდა.

პარლამენტის წარმომადგენლებს ტურნირის ორგანიზატორი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე მასპინძლობდნენ, რომელთა ინფორმაციითაც, მსოფლიო თასი იმდენად დრამატულად მიმდინარეობს, რომ ტურნირს ყველა ყოფილი ჩემპიონი გამოეთიშა. თუმცა, ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ტურნირი ახალ გამარჯვებულებს გამოავლენს, ხოლო ყველა სხვა მონაწილე ჩვენს ქვეყანას დადებითი შთაბეჭდილებებით დატოვებს.

 



ავტორი: Mediamall.ge