ბათუმის კინოფესტივალი 17 სექტემბერს გიორგი ოვაშვილის მხატვრული ფილმით – „ხიბულა“ გაიხსნება
ამობეჭდვა · 2017-09-15 23:14:00 · 234 ნახვა

17 სექტემბერს, 18 საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში საავტორო კინოს ბათუმის მე-12 საერთაშორისო ფესტივალი გიორგი ოვაშვილის მხატვრული ფილმით – „ხიბულა“  გაიხსნება.  

ფილმი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის უკანასკნელი 50 დღის შესახებაა. ყოფილი პრეზიდენტის როლს ირანელი მსახიობი, ჰოსეინ მაჰჯუბი ასრულებს.

„ხიბულა“ საქართველო-გერმანია-საფრანგეთის ერთობლივი ნამუშევარია. ეს გიორგი ოვაშვილის ტრილოგიის ბოლო ფილმია  „გაღმა ნაპირისა“ და „სიმინდის კუნძულის“ შემდეგ.  

ფილმის პრემიერას ბათუმში რეჟისორი, მსახიობები და გადამღები ჯგუფის წევრები დაესწრებიან. .

კინოფესტივალის გახსნასა და დახურვაზე დასწრება მოსაწვევებითაა შესაძლებელი, შემდგომი ერთი კვირის მანძილზე კი დასწრება თავისუფალია. ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა – ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება კინოთეატრ „აპოლოში“ მდებარე BIAFF -ის საინფორმაციო ცენტრში.

ბათუმის კინოფესტივალი 24 სექტემბრამდე გაგრძელდება.



ავტორი: Mediamall.ge