ჩინეთის ბირჟებზე ბიტკოინით ვაჭრობა აიკრძალა
ამობეჭდვა · 2017-09-16 00:34:45 · 299 ნახვა

ჩინეთში კრიპტოსავალუტო ბირჟებს ვაჭრობის შეწყვეტა და დახურვის შესახებ მომხმარებელთა ინფორმირება მოსთხოვეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო. ბირჟებისთვის მიცემული ვადა 15 სექტემბერს ამოიწურა. 

“ყველა ბირჟამ 15 სექტემბრის ღამის 12 საათამდე უნდა გამოაქვეყნოს ცნობა კრიპტოვალუტით ვაჭრობის შეჩერების და ახალი მომხმარებლების რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ“, - ნათქვამია ხელისუფლების განცხადებაში.

ბირჟებს 20 სექტემბრამდე მომხმარებლებისთვის თანხების განაღდებას და ინვესტორთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფას სთხოვენ.



ავტორი: Mediamall.ge