18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 2017-09-18 00:38:58 · 849 ნახვა

 

ვერძი
ასტროლოგები ვერძს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ვერძებს დიპლომატიურობა გმართებთ საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობისას, ასევე, დოკუმენტების განხილვის და ხელმოწერის დროს. საღამო გაცილებით მშვიდია, ვერძებში აზარტულობა მოიმატებს.


კურო
კუროსთვის ცუდი არა, მაგრამ არც იდეალური დღეა. ყურადღება გმართებთ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისას. ნუ დაარღვევთ ვადებს, გარდა ამისა, გადაამოწმეთ  პარტნიორები. მომატებულია ემოციური ფონი, ამიტომ ეცადეთ, არ დაგეძაბოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. 

ტყუპი
ტყუპებს საკმაოდ დატვირთული და საქმიანი დღე გელით. თუ დროს სწორად გადაანაწილებთ, ყველაფრის მოსწრებას შეძლებთ და საკმაოდ ნაყოფიერადაც. ყურადღება გაამახვილეთ ჯანმრთელობაზეც.

კირჩხიბი
ნუ იმოქმედებთ უფროსობასთან შეთანხმების გარეშე, ასევე, თქვენი გადაწყვეტილებები და სამოქმედო გეგმები გააცანით ოჯახის წევრებსაც, რომ შემდგომში წყენის საფუძველი არ გაჩნდეს. საღამო ხელსაყრელია რომანტიკული ურთიერთობებისთვის.

ლომი
საკმაოდ დატვირთული დღეა, თუმცა, საქმიანი შეხვედრები კარგ შედეგს მოგიტანთ. დილიდან შეუდექით დასახული გეგმის განხორციელებას და ეცადეთ შეხვდეთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ხელშეწყობა შეუძლია. კარგი დღეა სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობისთვის.


ქალწული
ზედმეტი პედანტობა დღეს გვერდზე გადადეთ და გარშემომყოფებს და არსებულ ვითარებას რეალურად შეხედეთ. ასევე, რეალურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობებიც და  ნუ აიღებთ საკუთარ თავზე იმაზე მეტ ვალდებულებას, ვიდრე შესრულება შეგიძლიათ.

 

სასწორი
თქვენს პირად საქმეებში სხვებს ნუ მისცემთ ცხვილის ჩაყოფვის უფლებას, იმოქმედეთ დამოუკიდებლად, თუ დიდი ხანია დიეტასა და ვარჯიშზე ფიქრობთ, სწორედ ხელსაყრელი დღეა. შეადგინეთ გეგმა, რისი მიღწევა გსურთ და შეუდეგით ამ გეგმის განხორციელებას.

 

მორიელი
ნეიტრალური დღეა, თუმცა, მოდუნება არ წაგადგებათ. ეცადეთ, დილიდანვე მოაგვაროთ საქმეები, სამსახურში არსებული ვალდებულებები. არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, კარგი დღეა იურისთებთან ურთიერთობის და საჭირო რჩევების მიღებისთვის. 

მშვილდოსანი
ემოციურად დატვირთული დღეა, თუმცა, ეცადეთ, უარყოფითი ემოციები ნაკლებად გამოხატოთ და არ შექმნათ გარშემომყოფებთან კონფლიქტური სიტუაცია. იმოქმედეთ გონივრულად და საჭირო ხალხის თანადგომით, თქვენ აუცილებლად შეძლებთ ყველა არსებული პრობლემის მოგვარებას.


თხის რქა 
გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ამ ეტაპზე ეს აუცილებლად გჭირდებათ. ეცადეთ, აიმაღლოთ კვალიფიკაცია, რომ სამსახურში უფრო მყარად იგრძნოთ თავი. საღამოს ნუ გადაიტვირთებით, ეცადეთ, დღის ბოლო ოჯახთან ერთად გაატაროთ.


მერწყული
აკონტროლეთ ემოციები და ეცადეთ, თავშეუკავებლობის გამო, ბევრი რამ ნეგატიურად არ შეცვალოთ. კარგი დღეა მნიშვნელოვანი საქმეების და შეხვედრებისთვის, ეცადეთ, პარტნიორებთან შეხვედრები დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ. დიდი შანსია შემოგთავაზონ ახალი საქმიანი წინადადება.

თევზები
საკმაოდ დატვირთული დღე გელით, თუმცა, დროის გონივრულად გადანაწილების შემთხვევაში, ყველაფრის მოსწრებას შეძლებთ. მნიშვნელოვანი საქმეები დილითვე მოიცილეთ. შესაძლოა, აღმოჩნდეთ დაძაბულ სიტუაციაშიც, მაგრამ აუცილებლად შეინარჩუნეთ სიმშვიდე. მოერიდეთ ფულის ხარჯვას. საღამო ხელსაყრელია რომანტიკული ურთიერთობისთვის.



ავტორი: MediaMall.ge