ევრობასკეტის ჩემპიონი სლოვენიის ნაკრები გახდა
ამობეჭდვა · 2017-09-18 01:09:33 · 386 ნახვა

ბოლო ანგარიში, 93:85 - ევრობასკეტი 2017 დასრულდა. სტამბოლში, კალათბურთში ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრაში სლოვენიის ნაკრებმა სერბეთს ანგარიშით 93:85 სძლია და ისტორიაში პირველად კონტინენტის ჩემპიონი გახდა.
მოედანზე საუკეთესო გორან დრაგიჩი იყო, რომელმაც სლოვენიას 35 ქულა მოუტანა. მის ანგარიშზე ასეე იყო 7 მოხსნა და 3 პასი. სერბეთის გუნდში კი, 22 ქულით ბოგდან ბოგდანოვიჩმა ლიდერობდა.
შეგახსენებთ, რომ სლოვენიას საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი (2008-2013 წლებში) წვრთნის. 
2017 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ტურნირს, რომელშიც ევროპის 24 საუკეთესო ნაკრები გამოდიოდა, ისრაელმა, რუმინეთმა, თურქეთმა და ფინეთმა უმასპინძლეს, პლეი–ოფები კი სტამბოლში ჩატარდა. საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა ჯგუფურ ეტაპზე დაასრულა და საბოლოოდ, ევრობასკეტზე მე–17 ადგილი დაიკავა.


 



ავტორი: MediaMall.ge