ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 60 მლნ ლარს მიაღწია
ამობეჭდვა · 2017-09-18 18:46:00 · 226 ნახვა

რთველი 2017-ის სეზონზე, კახეთის რეგიონის მევენახეების მიერ ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 60 მლნ ლარს მიაღწია. 

ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 50 ათასი ტონა ყურძენი. აქედან, 20,1 ათასი ტონა რქაწითელი, 25,6 ათასი ტონა საფერავი, 1,7 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. 

კახეთის რეგიონში ღვინის კომპანიებს ყურძენი 5 855 მევენახემ ჩააბარა. 

დღეისთვის ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 97 ღვინის კომპანია. სულ რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 177 ღვინის კომპანია. 



ავტორი: MediaMall.ge