ზურაბ სოტკილავას 23 სექტემბერს თბილისში დაკრძალავენ
ამობეჭდვა · 2017-09-18 19:00:47 · 352 ნახვა

საოპერო მომღერალ ზურაბ სოტკილავას თბილისში 20 სექტემბერს ჩამოასვენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

სამოქალაქო პანაშვიდები მომღერლის საცხოვრებელ ბინასა და შემდეგ ოპერის თეატრის წითელ დარბაზში გაიმართება.

მომღერალს 23 სექტემბერს დაკრძალავენ თუმცა ჯერჯერობით უცნობია რომელ სასაფლაოზე.

ზურაბ სოტკილავა 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 



ავტორი: Mediamall.ge