2018 წლის ოლიმპიადიდან რუსეთის გაგდებას 28 ქვეყანა ითხოვს
ამობეჭდვა · 2017-09-18 23:04:03 · 293 ნახვა

კიდევ 12 ანტისადოპინგო სააგენტო შეუერთდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიმართ მოწოდებას, აუკრძალოს რუსეთს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე გამოსვლა. ამის შესახებ ეროვნული ანტისადოპინგო ორგანიზაციების ინსტიტუტის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი. 

შესაბამისად, 28-მდე გაიზარდა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც რუსი ათლეტების 2018 წლის თამაშებიდან ჩამოშორებას ითხოვენ. 

რამდენიმე დღის წინ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისადმი მიმართვას ხელი მოაწერეს ავსტრიის, ავსტრალიის, კანადის, დანიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, იაპონიის, ჰოლანდიის, ახალი ზელანდიის, ნორვეგიის, სინგაპურის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა. ახლა კი ამ ჯგუფს შეუერთდნენ ბაჰამის კუნძულების, ბარბადოსის, ბელგიის, ესტონეთის, ფლანდრიის (ბელგია), გვატემალას, ისლანდიის, პოლონეთის, პუერტო რიკოს, სან მარინოს, ესპანეთისა და შვეიცარიის ეროვნული ანტისადოპინგო სააგენტოს ხელმძღვანელები.



ავტორი: Mediamall.ge