ტოტი, რივალდო, შევჩენკო, მალდინი და ფეხბურთის სხვა ვარსკვლავები დინამო არენაზე - ბილეთების გაყიდვა იწყება
ამობეჭდვა · 2017-09-19 12:26:00 · 358 ნახვა

"მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" - ამ სახელწოდებით საქველმოქმედო მატჩი 29 სექტემბერს, დინამო არენაზე 21:00 საათზე გაიმართება. მასში მონაწილეობას  ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, ენრიკო ანონი, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი,  ჯუზეპე ფავალი, მაურო ტასოტი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა და პიეტრო ვერხოვოდი მიიღებენ. ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოიწვია. მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა, რომლის ფასი 5-დან 25 ლარამდე იქნება, დღეს დაიწყება. 

 



ავტორი: MediaMall.ge