სასარგებლო პროდუქტები დიეტის დროს
ამობეჭდვა · 2017-09-20 18:42:00 · 244 ნახვა

დიეტის დროს, ორგანიზმი ამა თუ იმ ნივთიერების ან ვიტამინის დეფიციტს განიცდის, ამიტომ, აუცილებელია ვიცოდეთ, რომელი პროდუქტების მიღებაა საჭირო დიეტის პროცესში.


* შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ერთ-ერთი პროდუქტი ბატიბუტი გახლავთ. ბატიბუტი შეიცავს დიდი რაოდენობით პოლიფენოლს. ესაა ანტიოქსიდანტი, რომელიც უჯრედებს იცავს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან, აზღვევს ორგანიზმს კიბოსა და გულის დაავადებისგან, თუმცა, უნდა მიირთვათ უცხიმო და უშაქრო ბატიბუტი (დიეტის დროს, მიირთვით დღეში 1 ჩაის ჭიქა მაინც).

* შტოში დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინსა და ტანინებს. დღეში 250 მილილიტრი შტოშის უშაქრო წვენი (ახალგამოწურული) იცავს ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციური დაავადების და დასუსტებისგან, რაც ხშირად თან ახლავს დიეტას.


* ახალი მაწონი (ან იოგურტი) შეიცავს ბიფიდო და ლაქტობაქტერიებს. ისევე, როგორც სხვა რძემჟავა პროდუქტები, მაწონიც (იოგურტი) აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის და მომნელებელი სისტემის მუშაობას, რაც საკმაოდ აუცილებელია დიეტის დროს, აძლიერებს იმუნიტეტს. აუცილებელია დღეში 100-150 გრამის მიღება.


* მიწის თხილი შეიცავს A, D, E ვიტამინებს, ნატრიუმს, კალციუმს, მაგნიუმს. ხელს უწყობს სიმაღლეში ზრდას, უჯრედების აღდგენას; ორგანიზმს ავსებს ენერგიით, აწესრიგებს უძილობას, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და ამ ყველაფერთან ერთად, თრგუნავს შიმშილის შეგრძნებას.
ყველაზე მკაცრი დიეტის დროსაც კი, უნდა მიიღოთ ცხიმიანი საკვები, თუნდაც იმის გამო, რომ ცხიმის გადამუშავებას ორგანიზმი დიდ დროს უთმობს და ადამიანი დიდხანს გრძნობს თავს დანაყრებულად. 
თანაც, ცხიმი სასარგებლოა ტვინისა და სხვადასხვა ორგანოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის. 
თევზი - ცხიმიანი თევზი და­ნაყრების შეგრძნებასაც დიდხანს შეგინარჩუნებთ და ტვინის მუშაობასაც გააუმჯობესებს. აგრეთვე, თევზის ცხიმი მდიდარია ომეგა 3-ის ცხიმებით, რაც ხელს უშლის ორგანიზმს დაბერებაში. 


ზეითუნის ზეთი - ერთ სადილის კოვზ ზეითუნის ზეთში დაახლოებით 120 კალორიაა და 14 გრამი ცხიმი. იგი უამრავ სასარგებლო ცხიმს შეიცავს და ორგანიზმიდან ცუდი ქოლესტერინის გამოდევნაც შეუძლია. ზეითუნის ზეთი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს და პროფილაქტიკის მიზნითაც. 


ყველი - უპირატესობა ჭყინტს კი არა, მაგარ ყველს მიანიჭეთ. გარდა იმისა, რომ 2 სადილის კოვზი გახეხილი ყველი მხოლოდ 45 კალორიასა და 4 გრამ ცხიმს შეიცავს, იგი კალცის საბადოცაა. 
კვერცხი - მეცნიერებმა რამდენიც უნდა იკამათონ კვერცხის სარგებლიანობა-ზიანის თემაზე, ადამიანმა კვირაში 3-4 ცალი კვერცხი აუცილებლად უნდა მიიღოს. იგი ფოლიუმის მჟავის საბადოა, აგრეთვე - ბიოტინისა და ქოლინის. კვერცხი აუმჯობესებს ტვინის უჯრედების მუშაობასა და ღვიძლის ნორმალურ ფუნქციონირებას. 

შოკოლადი - კაკაოს მარცვლებში მოიპოვება: ვიტამინები A; B; E; კალციუმი, რკინა, კალიუმი, ნივთიერება თებროლინი - ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც ანთებით პროცესებს ებრძვის და არეგულირებს წნევას. შოკოლადის დღიური ნორმა 30 გრამს არ უნდა აღემატებოდეს. იგი 150 კალორიასა და 9 გრამ ცხიმს შეიცავს. აირჩიეთ ისეთი შოკოლადი, რომელშიც კაკაო 70 და მეტი პროცენტია. 

ზეთისხილი - 30 გრამი მწვანე ზეთისხილი (საშუალოდ 14 ცალი ნაყოფი), შეიცავს 40 კალორიას, 4 გრამ ცხიმს და 1 გრამ უჯრედისს. იგი მდიდარია A და E ვიტამინებით, სპილენძით. პოლიფელონის წყალობით კი, მწვანე ზეთისხილი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების რის­კს და აქვს კიბოს გაჩენის საწინააღ­მდეგო თვისება.


 



ავტორი: MediaMall.ge