საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატს იწყებს
ამობეჭდვა · 2017-09-21 17:17:00 · 204 ნახვა

22 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოსა და აზერბაიჯანში ქალ ფრენბურთელთა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატი ერთობლივად ჩატარდება. თბილისში B ჯგუფის მატჩები გაიმართება, ბაქოსა და განჯაში კი A, C და D ჯგუფების თამაშები შედგება.

საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს 22-24 სექტემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართავს - სადებიუტო შეხევედრა 22 სექტემბერს იტალიის ეროვნულ გუნდთან ელის, მატჩი 17:00 საათზე დაიწყება, 23 სექტემბერს ასევე 17:00 საათზე გაიმართება საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებების მატჩი, 24 სექტემბერს კი საქართველო ბელარუსთან ითამაშებს.

თითოეული ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე 3-3 გუნდი გავა, რის შემდეგაც ბაქოში 26 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე გაიმართება პლეი ოფები და ფინალური მატჩები. 

თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფის მატჩები "Chek in Georgia"-ს პროექტის ფარგლებში ტარდება.
 



ავტორი: MediaMall.ge