მე არასდროს ვიქნები შენსავით ძლიერი - სერენა უილიამსის გულისამაჩუყებელი წერილი დედას
ამობეჭდვა · 2017-09-21 18:20:00 · 248 ნახვა

ცნობილმა ამერიკელმა ჩოქბურთელმა, სერენა უილიამსმა დედას წერილი მისწერა, რომელიშიც ჰყვება თუ რა სირთულეების გადალახვა მოუწია მას ცვოვრებაში გარეგნობის გამო. წერილი Reddit-მა გამოაქვეყნა. 

"ძვირფასო დედა, შენ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალი ხარ, რომელსაც ვიცნობ. ვუყურებდი ჩემს ქალიშვილს (წარმოუდგენელია, ქალიშვილი მყავს), მას ჩემი ხელები და ფეხები აქვს. ისეთივე ძლიერი და დაკუნთული, გასაოცარი ხელები და სხეული. არ ვიცი რა რეაქცია მექნება, თუ მას იმ ყველაფრის გავლა მოუწევს, რაც მე გამოვიარე ბოლო 15 წლის განმავლობაში. მამაკაცს მიწოდებდნენ, რადგან გარეგნულად ძლიერი ვჩანვარ. ამბობდნენ, რომ დოპინგ ვიყენებდი. (არა და, ყოვეთვის გულწრფელი ვიყავი, რომ ასეთი რამ დამაბრალო). იმასაც ამბობდნენ, რომ მამაკაცების სახეობებში უნდა გამვდიოდე და არა ქალების, რადგან სხვა ქალებზე ძლიერად გამოვიყურები. (არა, უბრალოდ ასეთი სხეულით გავჩნდი - და ამით ვამაყობ). დედა, შენ ყოვეთვის მაგალითი იყავი ჩემთვის და ცხოვრების სირთულეების გადალახვაში მეხმარებოდი. მე არასდროს ვიქნები შენსავით ძლიერი. შენ არასდროს გაგილანძღვას ის ადამიანები, ვინც შენს ქალიშვილს ჩაგრავდა. დედა, დამპირდი, რომ მომავალშიც ჩემს გვერდით იქნები. არ ვარ დარწმუნებული, რომ შენსავით ძლიერი ვარ. იმედი მაქვს, ოდესმე მეც გავხდები ასეთი. ძლიერ მიყვარხარ" - წერს სერენა უილიამსი. 

ფოტოზე: სერენა უილიამსი დედასთან ერთად 


 

 

 

 



ავტორი: MediaMall.ge