„Air Cairo" კაიროდან თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს
ამობეჭდვა · 2017-09-22 12:38:00 · 247 ნახვა

ეგვიპტური ავიაკომპანია „Aირ ჩაირო", რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას კაირო-თბილისი-კაიროს საჰაერო ხაზზე იწყებს.​
 
ავიაკომპანიის მიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განრიგის შესაბამისად, საქართველოსა და ეგვიპტის დედაქალაქებს შორის რეგულარული ფრენები 2017 წლის 3 ნოემბრიდან დაიწყება. ავიარეისები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს, Aირბუს A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
 
რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა „Aირ ჩაირო"-ს 21 სექტემბერს მიენიჭა.
 
აღსანიშნავია, რომ ახალი მიმართულების პარალელურად, ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში (ოქტომბერი-მარტი) ავიაკომპანია „Aირ ჩაირო" გააგრძელებს ფრენებს შარმ ელ შეიხიდან და ჰურგადიდან თბილისის მიმართულებით.
 
Aირ ჩაირო" წარმოადგენს "EGYPთ AIღ"-ის წილობრივ საკუთრებაში მყოფ შვილობილ ავიაკომპანიას, რომელიც დაბალ ტარიფიან (Lოწ ჩოსტ) მოდელზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობს მგზავრებს.
 

 



ავტორი: MediaMall.ge