400 ლარიანი პაკეტით ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთება უკვე 864 სოფელშია შესაძლებელი
ამობეჭდვა · 2017-09-22 15:39:00 · 206 ნახვა

400 ლარიანი პაკეტით ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთება უკვე 864 სოფელშია შესაძლებელი, - ამის შესახებ სემეკი იტყობინება.  

მათივე ინფორმაციით, გაზიფიცირებული პუნქტების ჩამონათვალს, სადაც მოსახლეობას ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების 400 ლარიანი პაკეტით სარგებლობა შეუძლია, 105 დასახლებული პუნქტი დაემატა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ 22 აგვისტოს საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დღეიდან 400 ლარიანი პაკეტით 864 დასახლებულ პუნქტში ისარგებლებენ. 

"გაზიციფირებულ დასახლებათა ჩამონათვალის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებაში გაზიფიცირებული სოფლების დამატება ხდება გამანაწილებელი კომპანიების მიერ კონკრეტულ დასახლებულ პუნქტებში გაზიფიცირების დასრულების შესახებ კომისიისთვის მიწოდებული მონაცემების საფუძველზე. დასახლებათა ჩამონათვალი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული. 

გამანაწილებელ ქსელებზე მიერთებასთან დაკავშირებით კომისიის ვებგვერდზე - www.gnerc.org მიერთების საფასურის გამომთვლელია განთავსებული. გამომთვლელი იძლევა საშუალებას მოქალაქეებმა აირჩიონ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ქსელებზე ახალი მომხმარებლის მიერთების პაკეტები, გამოიანგარიშონ მომსახურების საფასური და შესაბამისი სამუშაოებისათვის განსაზღვრული ვადები“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

22 აგვისტოს დამატებული დასახლებული პუნქტების ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე -http://http://gnerc.org/ge/sadjaro-skhdomebi/sadjaro-skhdomebis-shedegebi-presrelizi/22092017-relizi/20096



ავტორი: MediaMall.ge