დავით გარეჯში მე-17 საუკუნის განძს მიაკვლიეს
ამობეჭდვა · 2017-09-22 21:00:11 · 229 ნახვა

დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტაციო არქეოლოგიური სამუშაოებისას, შუა საუკუნეების სპილენძის უნიკალური სამონასტრო ჭურჭლის და შანდლების კოლექციას მიაკვლიეს.

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ნოდარ ბახტაძე ვარაუდობს, რომ ეს სატრაპეზოს კუთვნილი განძია, რომელიც მონასტრის საძმოს წევრებმა საქართველოს ამ მხარეში ირანელი დამპყრობლების ლაშქრობის დროს, მე-17 საუკუნის დასაწყისში გადამალეს.



ავტორი: Mediamall.ge